aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავარეპისკოპოსი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კათოლიკოს-პატრიარქი კარგად გრძნობს თავს და ის შობას სამების ტაძარში იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა განუცხადა, რომელმაც უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

კითხვაზე აქვს თუ არა მას ინფორმაცია პატრიარქის ექიმების მიერ კონსილიუმის მოწვევის შესახებ, მეუფემ განაცხადა, რომ მას ეს ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქით, პატრიარქი სავსებით კარგად გრძნობს თავს, შობას სამების ტაძარში მსახურებაზე იქნება.

„იქნება პატრიარქის საშობაო ეპისტოლეც“, – აღნიშნა მთავარეპისკოპოსმაც.

შეგახსენებთ, დღეს დილით, უწმინდესის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციამისმა ექიმებმა გაავრცელეს.

უწმინდესის  მკურნალი ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით,  ილია მეორე დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

“არის გარკვეული პრობლემები დაკვირვების ქვეშ იმყოფება და აქტიურია, ხვდება ხალხს და მილოცვებს ღებულობს“ – აღნიშნა შარტავამ.

პატრიარქის კიდევ ერთი ექიმის, მანანა შეროზიას თქმით, ილია მეორე თავს ნორმალურად გრძნობს და ღონისძიების არჩატარების მიზეზი, მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის.

”უწმინდესმა თქვა, რომ ახლა არ არის ამის დრო და საშუალება, რომ ზარ-ზეიმით ავღნიშნო ჩემი დაბადების დღე, ეს იყო მიზეზი, რომ უწმინდესმა უარი თქვა პომპეზური დაბადების დღის აღნიშვნაზე“ – განაცხადა მანანა შეროზიამ.

იტვირთბა....