„სოკარ ჯორჯიას“ გორის ოფისში მოსახლეობის ნაწილი შეიჭრა. ისინი ბუნებრივ აირზე გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეები მენეჯერისგან პასუხს ითხოვენ. მათი ინფორმაციით, გორის მოსახლეობის ნაწილს დეკემბერში ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი დაერიცხათ. მათივე თქმით, ბუნებრივი აირი უხარისხოა და გადასახადის ზრდაც სწორედ ამას უკავშირდება.
“სოკარის” მენეჯერი გადასახადის გაზრდის მიზეზად რამოდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის გაზრდილი ტარიფი, ტემპერატურის ვარდნა და ამონაწერის 35-დღიანი პერიოდია.