aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში: გარდაცვლილია ერთი ადამიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

გარდაცვლილია ქვეითად მოსიარულე, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს იმყოფებოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედიკოსების განცხადებით, დაზარალებულები ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკასა და რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს პირველადი დათვალიერებით ნეკნების დაზიანება აღენიშნებოდათ. ასევე ჰქონდათ ჭრილობები თავის არეში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....