“სოკარ ჯორჯია გაზის” გორის ოფისთან ხვალ საპროტესტო აქცია იგეგმება. აბონენტთა ნაწილი კომპანიას ხელოვნურად გაზრდილი გადასახადის მიღებაში ადანაშაულებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება არ გაუზრდიათ, თუმცა ქვითრები გაორმაგებული საფასურით ჩაბარდა.
კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.