ახალი ამბები მთავარი სამართალი

საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლებმა სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის სახლი დატოვეს

პანკისის ხეობაში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში საგამოძიებო პროცედურა დასრულდა.

ხეობაში იმყოფება დაჭრილის და,  ნატა მაჩალიკაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, სპეციალისტებმა ყველა ნივთმტკიცება ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ  პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.

 

 

 

იტვირთბა....