პანკისში, კახეთის გუბერნატორსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე საუბარი გასული წლის 29 დეკემბერს, ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეხებოდა.
ირაკლი ქადაგიშვილი კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს თუმცა, აცხადებს, რომ სუს-ის მიერ 29 დეკემბერს ნაჩვენებ ვიდეო და აუდიოფაილებში დეტალურად იყო აღწერილი პანკისელი ახალგაზრდების ახმედ ჩატაევთან კავშირის შესახებ ინფორმაცია.
ქადაგიშვილი არ აკონკრეტებს, გეგმავდა თუ არა ტერორისტული ჯგუფი რუსეთის საელჩოსა და საბავშვო ფესტივალის აფეთქებას თუმცა, აცხადებს, რომ დაკავებულ ადამიანებს ტერორისტული ზრახვები ნამდვილად გააჩნდათ.
შეხვედრიდან გამოსულ ხეობის უხუცესებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია
იტვირთბა....