ოჯახის წევრების კიდევ ერთხელ დასაკითხად და ექსპერტიზის ჩასატარებლად, პანკისის ხეობაში სოფელ დუისში პროკურატურის წარმომადგენლები თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახში კიდევ ერთხელ მივიდნენ.
თავის მხრივ, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვას გეგმავს მაჩალიკაშვილის ოჯახი. სავარაუდოდ, ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთხელ იმუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.