ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომლის სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს, სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ის გამოსვლები, რომელიც ქალაქში ეწყობა უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ, მისი ორგანიზებით არ ხდება.
“მიხა-მაიდანის ძახილი და ის რომ თითქოს სააკაშვილი აწყობს მიტინგებს, არ არის სწორი. უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და ჩვეულებრივი ადამიანები გამოდიან” – სააკაშვილმა პროცესზე მოუწოდა აქტივისტებს გააქტიურებისაკენ.
“ხომ ხედავთ ვინ ითხოვს სასამართლო პროცესის გადადებას? პროკურატურა… წარმოიდგინეთ! თუკი მათ აქვთ მტკიცებულებები, რატომ არ მართავენ საქმეს? რატომ არ მიჰყავთ პროცესი ბოლომდე? ისინი ცდილობენ საიმიგრაციო პოლიტიკით ჩემზე ზეწოლას. სადაც არ დავდივარ ყველგან შეტყობინებები მომდის საიმიგრაციოდან… ეს არის პროცესი შეთანხმებული თბილისთან…” – სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის პროკურატურას კავშირები აქვს ქართულ მხარესთან და რაღაცას ელის.
შეგახსენებთ, სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოსამართლეებმა ვერდიქტი უნდა გამოიტანონ. სასამართლო პროცესი ირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ “მეტრონომზე”. (დააჭირეთ აქ)