ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სისტემამ, შსს-ს რომელიღაც მაღალჩინოსანმა, გამოაქვეყნა ეს ნაყალბები ვიდეო და საჯიჯგნად მიუგდო ზვიად რატიანი ცოფიან ფანატიკოსებს”

პოეტმა პაატა შამუგიამ ბოლო დროინდელ აქტუალ თემასთან, პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში კომენტარი გააკეთა.

“სისტემამ, შსს-მ, ყოველშემთხვევაში შსს-ს რომელიღაც მაღალჩინოსანმა, რომელსაც ხელეწიფება მსგავსი რამის გაკეთება, გამოაქვეყნა ეს ნაყალბები ვიდეო და შემდეგ საჯიჯგნად მიუგდო ზვიად რატიანი ცოფიან ფანატიკოსებს”, – განაცხადა პოეტმა პაატა შამუგიამ.

“აი ნახეთ, შეხედეთ, აქ იურიდიულ სიბრტყეზე არ არის საუბარი, მორალურ სიბრტყეზე გადაიტანეს. სრული შიზოფრენიაა რაც ბოლო დღეებში ხდება ზვიად რატიანის წინააღმდეგ”, – აღნიშნა პაატა შამუგიამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი სასამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) წარმომადგენლის, სოფიო ვერძეულის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისინი სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

იტვირთბა....