ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სოფიო ვერძეული: რატიანის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და მის მოადგილეებთან გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს. არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) წარმომადგენლის, სოფიო ვერძეულის განცხადებით საუბარი რატიანის საქმესაც შეეხევოდა.

მესამე სექტორმა მინისტრ გახარიას და მის მოადგილეებს განუცხადა, რომ ზვიად რატიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისინი სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

„რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებს, შევეხეთ ზვიად რატიანის ცემის ფაქტს და დღევანდელ სასამართლო განხილვას. ჩვენი პოზიცია ამ საქმეზე არის ის, რომ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილში, ცხადია, სამინისტროს პოზიცია არ დაუფიქსირებია, ფაქტობრივ მოცემულობებთან დაკავშირებით მათი მხრიდან ითქვა, რომ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და სამინისტრო თანამშრომლობს, რათა ობიექტურობა დადგინდეს. დღევანდელ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, სამინისტროს, როგორც მხარეს, გასაგებია რა დამოკიდებულებაც აქვს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ისინი თვლიან, რომ სამართლიანია სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მტკიცებულებების პრობლემებია საქმეში, ამიტომ სააპელაციოში გავასაჩივრებთ“, – განაცხადა სოფიო ვერძეულმა.

იტვირთბა....