ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გამრეკელის ქუჩაძე “ექსპრეს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე წუხელ „საქართველოს ბანკის“ ექსპრესბანკი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საპატრულო პოლიციამ და ბანკის დაცვამ ერთობლივად ცხელ კვალზე დააკავეს თავდამსხმელი.

თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 179-ე, ყაჩაღობის მუხლითა და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....