ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახიშვილი: მივიღებ თუ არა კონკურსში მონაწილეობას, გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი ძალოვანი სტრუქტურების მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს.

კახიშვილმა ჟურნალისტებთან ამ თემაზე ისაუბრა.

“ამ საკითხზე ხელისუფლება უკვე დიდი ხანია მუშაობს. რაც შეეხება კონკრეტულად შემოთავაზებას, ის იმ მოდელით, რა მოდელიც დღეს არსებობს პროექტის სახით, ამ სტრუქტურის ხელმძღვანელის დანიშვნა შესაძლებელი იქნება კონკურსის შედეგად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია პირდაპირი შემოთავაზება ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მექნებოდა. რაც შეეხება კითხვას, მივიღებ თუ არა კონკურსში მონაწილეობას, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ხვალ რას ვიზამ. არ ვარ იმ ადამიანების რიგში, რომელთაც გაწერილი აქვთ ცხოვრებაში რა უნდა გააკეთონ. ყველაფერი მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული”,-განაცხადა კახიშვილმა.

იტვირთბა....