ექსპერტები ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებენ. სპეციალისტების განცხადებით, მთავრობას ახალ წლამდე დარჩენილ დღეებში 300 მილიონი აქვს გასახარჯი, რაც ეკონომისტების შეფასებით, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიუჯეტის დაგეგმარების პრობლემაა.
„ერთი კვირის წინ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 300 მილიონით გაეზარდა ხარჯები. დარჩენილ დღეებში ხელისუფლებას უწევს აითვისოს თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი. ნახევარი მილიარდი ლარის გამოშვება ბაზარზე გამოიწვევს უკვე იმას, რომ დღეს დაიწყებს ლარი გაუფასურებას. მსგავსი ინტერვენცია, რაც განახორციელა ხელისუფლებამ, მიმაჩნია, რომ არის არასწორი,“ – განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.