ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად სულ მცირე  12 ადამიანი დაიღუპა და სხვა ოთხმა კრიტიკული დაზიანებები მიიღო. ხანძარი  ბრონქსის რაიონში, მრავალბინიან შენობაში  გაჩნდა.

როგორც BBC იუწყება, ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ ხანძარი ქალაქის სულ მცირე ბოლო 25 წლის ისტორიაში ყველაზე საშინელი იყო. მისივე თქმით, გარდაცვლილთა შორისაა ერთი წლის ბავშვი.

ფორდამის უნივერსიტეტის და ბრონქსის ზოოპარკის სიახლოვეს, პროსპექტის გამზირზე, 5-სართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....