ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ლარი გაუფასურებას განაგრძობს და დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის ოფიციალური ღირებულება კიდევ 2 თეთრით დაეცა და დღეს 2.61 შეადგენს. ეროვნული ვალუტა 4 თეთრით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით და დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი ევროს შესაძენად 3.8 საჭირო.

კიდევ უფრო მაღალია კურსი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში. ოპოზიციაში მიზეზად არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებენ. დეპუტატების განცხადბეით, მმართველი გუნდი წინასაახალწლოდ კურსის დაჭერას ხელოვნურად ცდილობდა, რაც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა.

“ხელოვნურად უნდათ მართონ ლარის კურსი, რომელიც საბოლოო ჯამში საბაზრო ნიშნულით ივლის. ასე, რომ მთავრობამ უნდა აგოს პასუხი იმ არასწორი საბიუჯეტო პოლიტიკისთვის, რომელიც საბოლოოდ ხალხს და ბიზნესს აყენებს ზიანს,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

 

იტვირთბა....