გავრცელებული ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გადასვლამდე ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა ერთ-ერთმა მეზობელმა, მან ჩატაევი ფოტოებზე ამოიცნო.
„დამიბარეს მოდულის შენობაში დაკითხვაზე და მანახეს ფოტოები. ამოვიცანი ეს ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობდა ოქტომბრის თვეში. არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია, პირიქით, ძალიან წესიერად და კარგად იქცეოდნენ. დაახლოებით რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ ისინი აქ. ორ ადამიანს ვხედავდი, ვინ მიდიოდა ან მოდიოდა, არ ვიცი, მაგრამ დამიბარეს მოდულში და ამოვიცანი ეს ადამიანები“,- აღნიშნა მეზობელმა.