ახალი ამბები მთავარი სამართალი

თანატოლების მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი თანახმაა სასამართლოს მისცეს ჩვენება

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტისას  ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს. საქმეში მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია.

ბრალდებული არასრულწლოვნის ინტერესების დამცველი იმასაც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანახმაა სასამართლოს მისცეს ჩვენება.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

 

იტვირთბა....