ცოტნე დადიანის გამზირზე ავარია მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
შსს-ს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.