ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეხვედრაზე მწერალი დავით ტურაშვილი, ცუდად გახდა

ამ წუთებში კულტურის სამინისტროში მიხეილ გიორგაძე მწერლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს ხვდება.

შეხვედრაზე მწერალი დავით ტურაშვილი სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც  სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე დავით ტურაშვილი თავს უკეთ გრძნობს და შეხვედრაში მონაწილეობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროში შეხვედრა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხზე იმართება. სავარაუდოდ, საუბრის  თემა პოეტ ზვიად რატიანის საქმეც იქნება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრება.

იტვირთბა....