ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მაჩალიკაშვილს ხელში არა ხელყუმბარა, არამედ მობილური ეჭირა” – სპეცოპერაციისას დაჭრილის ოჯახის წევრი

თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით ახალი ვერსიები ჩნდება – როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, სპეცრაზმს შეეშალა, როცა მას ესროლა, რადგან მაჩალიკაშვილს ხელში არა ხელყუმბარა, არამედ, მობილური ეჭირა:

“როგორც კი კარი შეამტვრიეს, ესროლეს და მას მობილური დაუვარდა”- განაცხადა ოჯახის წევრმა ტვ “პირველთან”.

მათივე განცხადებით, მაჩალიკაშვილის მობილურზე ჩანს, რომ შემთხვევამდე ხუთი წუთით ადრე სოციალურ ქსელში იყო შესული.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი კვლავ თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. ექიმის ვასილ გოტაძის განცხადებით თავის არეში მიყენებულმა ჭრილობამ ტვინიც მნიშვნელოვნად დააზიანა.

შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელმა თავში ესროლა. სუს-ის ინფორმაციით, ის სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა და მას ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სურდა, რა დროსაც, მისი მიმართულებით ისროლეს. ოჯახის წევრები და ახლობლები უარყოფენ ინფორმაციას რომ მას ხელყუმბარა ჰქონდა და და ტერორისტებთან იყო კავშირში.

მას გამოძიება 22 ნოემბერს ბერი გაბრელის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმეტ ჩატაევთან კავშირში სდებს ბრალს.

იტვირთბა....