„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელთან და აშშ-თან ომის ფონზე ათი „უცხოელი ჯაშუში“ დააკავეს, – ინფორმაციას The Guardian-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ათი დაქირავებული, მოღალატე ელემენტის იდენტიფიცირება და დაპატიმრება განხორციელდა“, – განაცხადა ხორასანის პროვინციაში გვარდიის დაზვერვის ორგანიზაციამ.
ირანულ მედიას მათი ეროვნების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, დაკავებული პირებიდან ოთხი „მგრძნობიარე ობიექტებისა და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის შესახებ“ ინფორმაციას აგროვებდა, ნაწილი კი „მონარქისტულ ტერორისტულ ჯგუფთან“ იყო დაკავშირებული.

