ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა  ადგილობრივმა საბჭომ  ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

„თქვენი შაუმდგომლობის საფუძველზე გაცნობებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა მსჯავრდებულებს მერაბიშვილი ივანე სერგოს ძეს.

გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ მსჯავრდებულებს და განუმარტოთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობით განცხადების საფუძველზე გადაეგზავნებათ აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილ ვადაში.

პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს, ან/და თუ არსებობს რომელიმე განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში“, – ნათქვამია საბჭოს წერილში.

აღნიშნულ წერილს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე ავრცელებს.

მსჯავრდებულს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

იტვირთბა....