ახალი ამბები მთავარი სამართალი

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 4 პირს ბრალი წარუდგინეს

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 4 პირს ბრალი უკვე წარუდგინეს, რაც შეეხება მეხუთეს, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, მას ბრალს, სავარაუდოდ დაუსწრებლად წარუდგენენ, რადგან ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.  ამის შესახებ  “ქრონიკა” იუწყება.

შეგახსენებთ, რომ პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა, რომლებიც აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

 

იტვირთბა....