ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გია როინიშვილი კინომსახიობთა თეატრში სასამართლოს გადაწყვეტილებით აღადგინეს

სააპელაციო სასამართლომ მსახიობ გია როინიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და სამსახურში, თუმანიშვილის თეატრში, აღადგინა.

“სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია! დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩემი თუმანიშვილის თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ! სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად! მინდა აღვნიშნო რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა თეატრის წინა ხელმძღვანელობის ( ქეთი დოლიძე) დროს! წინასწარ ვულოცავ თუმანიშვილის თეატრს და ყველა ჩემს გულშემატკივარს შობა-ახალ წელს!”,-წერს როინიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

იტვირთბა....