ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

„თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილე ტარიფის მეტად გაზრდას ელოდა

კომპანია „თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილე მიხეილ ანთაძის განცხადებით, დამტკიცებული ტარიფი კომპანია „თელასს“ სწრაფი განვითარების საშუალებას არ აძლევს:

„გვაქვს კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები. მთავარი, რაშიც არ ვეთანხმებით მარეგულირებელ კომისიას გახლავთ ის, რომ კომისია არ ითვალისწინებს კომპანიის სახეცვლილებას ბოლო წლების განმავლობაში. 2014 წლიდან დღემდე სახეზე გვაქვს აბონენტების და ქსელის მნიშვნელოვანი ზრდა, ეს იმ პირობებში, როცა, პრაქტიკულად, არ მომხდარა პერსონალის ზრდა. უფრო მეტიც, მოხდა პერსონალის შემცირება. ეს იმას ნიშნავს, რომ „თელასის“ თანამშრომლები დღეს უფრო დატვირთულები არიან, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში. ტარიფი იძლევა იმის საშუალებას, რომ ენერგომომარაგება ქალაქში იყოს სტაბილური და საიმედო, მაგრამ არ გვაძლევს საშუალებას, სრულად ვიფიქროთ კომპანიის განვითარებაზე იმ ტემპებით, რომელიც ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული“, – განაცხადა მიხეილ ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით, „თელასის“ აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება.

იტვირთბა....