“ევროპულ საქართველოში” საქსტატის 2017 წლის მონაცემებს ასაჯაროვებენ. მონაცემებით, გაზრდილია ინფლაცია, მნიშვნელოვნად მომატებულია ფასები, პირველადი მოხმარების საგნებზე და გაზისა და დენის ტარიფზე.
ზურაბ ჭიაბერაშვილი ეკონომიკური ზრდის შეფერხებას ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს და მათ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს.
„ხელისუფლებამ უნდა მოიკლოს საკუთარი ბიუროკრატიული ხარჯი და დანაზოგი ერთის მხრივ მიმართოს პენსიის, დევნილთა შემწეობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ზრდაზე, იმიტომ, რომ ისინი ვერ აუდიან ფასების ზრდას და მეორეს მხრივ გადასახადები დაიწიოს, მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცეს შეღავათი და სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის სიძლიერე წაახალისებს ეკონომიკის ზრდას, შექმნის სამუშაო ადგილებს და დაასტაბილურებს ფასებს,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.