ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ტერორისტები ჩეჩნეთში მასობრივი ტერაქტების მოწყობას გეგმავენ. რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში კადიროვი ამბობს, რომ ტერორისტები საქართველომდე არიან მოსულები და ჩეჩნეთში შესვლას სწორედ ასე აპირებენ. კადიროვი ტერორისტებს მოუწოდებს, რომ ჩეჩნეთში შესვლას ნუღარ დააყოვნებენ, რათა მათი განადგურება ეჩქარება.