ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი: თუ სახლში ჩამკეტავენ, ჩემი აივანი იცით – სახურავზე მიკროფონები და ეკრანი მექნება

შინაპატიმრობის შემთხვევაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხალხთან ურთიერთობის გასაგრძელებლად, ეკრანის დაყენებას აპირებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:

„3 იანვარს სააპელაციო სასამართლოს სხდომა გაიმართება. მათ სურთ ჩემი შინაპატიმრობა, რათა მე კონტაქტი არ მქონდეს თქვენთან. თუ მე ჩამკეტავენ შინაპატიმრობით, თქვენ იცით ჩემი აივნის მისამართი. მე მექნება მიკროფონები. ვფიქრობ, სად ვიყიდო ახლა იაფად ეკრანი. ჩემი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ეკრანის დაყენებას ვაპირებ. მექნება ხმის სისტემა. ამ ეკრანს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც დაინახავენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ შევიდა. მისი თქმით, ძიებას მისგან დაკითხვის გარდა ხმის მონაცემის აღებაც სურდა.

მისმა ადვოკატებმა სასამართლო პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს.

იტვირთბა....