წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა განაცხადა.
კალაძის თქმით, ოჯახებს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა.
„ძალიან ბევრ ოჯახს მივეცით უკვე შესაძლებლობა, რომ საცხოვრებელი ფართები დაეკანონებინათ, სიმბოლურ ფასად ერთ ლარად მოხდა ფართების გადაცემა, ეს გახლავთ ის ოჯახები, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობენ და დღემდე ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს გადაეცემა და მე მინდა მათ მივულოცო,“ – განაცხადა კახა კალაძემ.