ახალი ამბები მთავარი სამართალი

სპეცოპერაცია პანკისში: ჩატაევთან კავშირში ბრალდებულები დააკავეს

პანკისში სოფელ დუისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ის დილის 4 საათზე დაიწყო მონაწილეობას 50 – მდე სპეცრაზმელი იღებს.

სპეცოპერაციის ფარგლებში პანკისის სოფელ ომალოში ბადო ჩოფანაშვილი დააკავეს, რომლისგანაც დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს. ადგილობრივების თქმით, ჩოფანაშვილის დაკავება სავარაუდოდ აჰმედ ჩატაევთან კავშირის გამო მოხდა.

სოფელ დუისში აიყვანეს ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები, ამჯერად კი რამდენიმე ათეული სპეცრაზმელი ერთი-ერთი ადგილობრივის, ვახო მაჩალიკაშვილის სახლთანაა მობილიზებული.

“რუსთავი2”

იტვირთბა....