ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანისა და რიტა სარგსიანის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა

სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანისა და რიტა სარგსიანის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უმასპინძლეს.

საქართველოს და სომხეთის პირველმა პირებმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და სომეხ და ქართველ ხალხს წინსვლა უსურვეს.

გიორგი მარგველაშვილმა სერჟ სარგსიანს ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა მიულოცა.

“ჩვენ არ ვართ მხოლოდ მეზობლები, ჩვენი თანამშრომლობის ტრადიცია ათასწლეულებს ითვლის და დღესაც წარმატებით ვითარდება. ჩვენი კულტურა, ხელოვნება, ფოლკლორი, ტრადიციები გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, ხოლო ისტორია კი გაჯერებულია თანადგომის მაგალითებით. სწორედ ამან გადაგვატანინა მრავალი განსაცდელი, გაგვაერთიანა არაერთი გამოწვევის წინაშე და შეგვანარჩუნებინა ის თვითმყოფადობა, რითაც ესოდენ ამაყობენ ჩვენი ხალხები. აქვე მსურს კვლავაც დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის აქტიური ხელშემწყობი.
ჩვენ მზად ვართ დღესაც და მომავალშიც გავუზიაროთ მეგობრებს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სიკეთეები და ის შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო ქმნის რეგიონებსა და კონტინენტებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა სარგსიანი საქართველოს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პირველი პირი პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.

 

იტვირთბა....