ახალი ამბები მთავარი სამართალი

ილიაუნის პროფესორის, მარიკა წივწივაძის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისრა

ილიაუნის პროფესორის, მარიკა წივწივაძის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისრა,

წივწივაძის დედას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მორალურ ზიანს აუნაზღაურებს, ხოლო გარდაცვლილი ქალის შვილებს, სრულწლოვანებამდე ყოველთვიურ სარჩოს გადაუხდის.  ამის შესახებ საქმის ადვოკატმა სოფო წივწივაძემ “ინტერპრესნიუსთან” ისაუბრა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
“საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გარდაცვლილ მარიკა წივწივაძის დედის, თალიკო თხელიძის სარჩელი, რომელიც ითვალისწინებდა შს სამინისტროს მხრიდან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ უწყების თანამშრომლები, პოლიციელები არაჯეროვნად რეაგირებდნენ მარიკა წივწივაძის მიერ გამოძახებებთან დაკავშირებით. ფიქსირდება 6 გამოძახება, თუმცა, არ იყო შემაკავებელი ორდერი გაცემული და არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა მოძალადის მიმართ. ჯერჯერობით მოსმართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გვაქვს ჩაბარებული და არ ვიცით, რას დაეყრდნო მოსამართლე, მაგრამ შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება დედისთვის და ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაობლებული შვილისათვის სრულწლოვანებამდე“, – განაცხადა სოფო გოგიშვილმა.
ადვოკატის  ინფორმაციით, აღნიშნული საქმის მასალები, გადაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოშიც, ვინაიდან მომჩივანი ფიქრობს, რომ ეს იყო სისტემური დანაშაულის მორიგი გამოვლინება, რომელზე პასუხისმგებელიც სახელმწიფოა.

შეგახსენებთ, რომ  2014 წლის 17 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მარიკა წივწივაძე, ყოფილმა მეუღლემ ლაშა მაღრაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

იტვირთბა....