საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვია. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც იგი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია.
მარგველაშვილმა და სარგსიანმა პოლიტიკური თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ასევე პრეზიდენტმა რეგიონებში არსებული მდგომარეობასაც გაუსვა ხაზი.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი კობახიძესა და ილია მეორეს შეხვდება.