“მეტრონომი”სასამართლო პროცესიდან:
პოეტ ზვიად რატიანის ადვოკატმა, ანი ნასრაშვილმა, სხდომაზე პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, ზვიად რატიანის სურვილია, რომ პროცესი მისი თანდასწრებით გაიმართოს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ზვიად რატიანს ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც ვერ გამოცხადდა პროცესზე.
პატრულის თანამშრომლები დაეთანხმნენ მის შუამდგომლობას.
ასევე, ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, შემთხვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის წარმოდგენის შესახებ.
პოლიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მათ ასეთი სახის ვიდეოჩანაწერი აქვთ.
პროცესი გადაიდო 2018 წლის 17 იანვარს, 17 საათზე.
შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი, თაკო გვაზავა სოციალურ ქსელში აღწერს, თუ რა მოხდა თამარ მეფის გამზირზე. როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს, საცობში მდგარმა, ტაქსიდან სწორედ აღნიშნული შემთხვევა იხილა, სადაც, მისი განცხადებით, პოლიციას ფორმა ეცვა, ხოლო პოეტი აგრესიულად იქცეოდა. გვზავას თქმით, რატიანმა პოლიციის ერთ-ერთ წევრს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
შსს-მ და პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.
პოეტი ზვიად რატიანი ათსაათიანი დაკავების შემდეგ საპატიმროდან გაათავისუფლეს.
“მანანა ბერიკაშვილის მხრიდან შესაძლო შურისძიება”: თევზაძე რატიანის საქმეზე