გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სინოპტიკოსები ახალი წლისთვის თბილისში თოვლს არ ელოდებიან. დღეის მდგომარეობით, თოვლი მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში არამდგრადი ამინდი 26 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. 27 დეკემბრიდან გამოიდარებს და დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება.