ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ ერთი საახალწლო განათება საკუთარ აივანსა და ფანჯარაზე დაამაგრონ”

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, შეძლებისდაგვარად მორთონ საკუთარი ფანჯრები და აივნები.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას. მთელი ამ დღეების განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდით ქალაქი გაგველამაზებინა საახალწლო ილუმინაციებით. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ, რომ ყველა რაიონში შევიდეთ, ყველა ქუჩა მოვრთოთ და გავალამაზოთ. შესაბამისად, მინდა ვთხოვო ქალაქის მოსახლეობას დახმარება, თანადგომა და მონაწილეობის მიღება ქალაქის მორთვაში. ძალიან ელემენტარული რაღაცაა გასაკეთებელი. ყველანი ვემზადებით საახალწლოდ შეძლებისდაგვარად და ერთი საახალწლო განათება საკუთარ აივანზე, საკუთარ ფანჯარაზე რომ დაამაგრონ, შეიძლება ერთი ნათურაც კი, დარწმუნებული ვარ, იქნება დიდი სილამაზე, რომელიც დაამშვენებს ქალაქს”,- აღნიშნა კალაძემ.

გასულ კვირას თბილისში საახალწლო განათებები ჩაირთო. განათდა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხეც.

განათებები ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე ჩაირთო: რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე, ჭავჭავაძის გამზირზე, პეკინის ქუჩაზე.

წელს ახალი და ორიგინალური საახალწლო განათებები დამონტაჟდა. დედაქალაქს საახალწლო განათება-გაფორმება 3 მილიონი ლარი დაუჯდა.

იტვირთბა....