ipress-ის ინფორმაციით, ბობოყვათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის მოზარდი დაშავდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, პაციენტს ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩასატარებლად პაციენტი ამ დროისთვის რეანომობილის საშუალებით ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.