კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 3 იანვრისთვის გადაიდო.
სააპელაციო სასამართლომ უკრაინის პროკურატურის შუამდგომლობას უნდა განიხილოს, რომლითაც ბრალდების მხარემ გაასაჩივრა პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა, სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მიხეილ სააკაშვილმა მედიისთვის განცხადება გააკეთა. მან უკრაინის ხელისუფლებას მიმართა. სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია ის ჩაკეტოს ან მოკლას, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ის დანებებას არ აპირებს.
საქმის გადადების შესახებ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერმა კიდევ ერთხილ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა 3 იანვარს განგებ ჩანიშნეს სასამართლო პროცესი, რა დროსაც ხალხი ახალ წელს აღნიშნავს და სადღესასწაულო დღეებია.