ოკუპანტების მიერ ხურვალეთიდან გატაცებული 55 წლის ლალი ხაჩირაშვილი თავისუფალია. 24-საათიანი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ, მან სახლში დაბრუნება ე.წ. ჯარიმის გადახდის შედეგად მოახერხა.
მისი განმარტებით, საქონელი საძოვარზე საკუთარ ნაკვეთში ჰყავდა, რა დროსაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა მამაკაცმა დააკავა. ლალი ხაჩირაშვილის ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეებმა გააფრთხილეს, რომ აკრძალულმა ტერიტორიამ კიდევ 15 მეტრით გადმოიწია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ლალი ხაჩირაშვილი ხურვალეთიდან ოკუპანტებმა გუშინ გაიტაცეს.