შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაჭრეს, ტერიტორიაზე მობილიზებულია კრიმინალური, საპატრულო და დაცვის პოლიციის ეკიპაჟები.
წინასწარი ინფორმაციით, ზვიად ფიცხელაურს დანა 7-ჯერ აქვს ჩარტყმული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არანაირ განმარტებას მომხდარის შესახებ ჯერ არ აკეთებს. ასევე უცნობია ვისთან მოუვიდა კომფლიქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს.
„აღენიშნებოდა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები. პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით შეყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია, აღმოჩნდა ფილტვის ქსოვილის დაზიანება, ფაქტიურად სამ ადგილზე. ოპერაციამ ჩაიარა დამაკმაყოფილებლად. გადმოყვანილიქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არის ნაკვეთი ჭრილობა და კერძოდ რითია მიყენებული, ამას მე ვერ გეტყვით,“ – აღნიშნა კლინიკა ოპტიმალმედის რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი გეგაშვილმა.