საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გიგა ბოკერიას, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, გამოუსწორებელი უზრდელი უწოდა:
„ბატონო ბოკერია, თქვენ ბრძანდებით გამოუსწორებელი უზრდელი. ყველა თქვენი კითხვა, ყველა თქვენი გამოსვლა არის ძალიან შეურაცხმყოფელი და მე ვფიქრობ, წარმოუდგენელია თქვენთან რაიმე კონსტრუქციულზე საუბარი“, – განაცხადა ლევან გოგიჩაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეკითხვით მიმართა გიგა ბოკერიამ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა.