ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე კვირიკაშვილზე: “ცუდია, რომ ჯერ სამარხვო გინება არ გამოუგონიათ”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძს თქმით, გუშინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ქცევის გამო,  „ოცნების“ მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ დიდი სულიერი ტრავმა მიიღო. მისი თქმით, ცუდია, რომ ჯერ სამარხვო გინება არ გამოუგონიათ და კვირიკაშვილმა მისთვის შეუფერებელი სიტყვები გამოიყენა.

„ეს ხალხი ღმერთზე ფიქრში ატარებს დღესა და ღამეს. სიზმრებშიაც კი მხოლოდ ანგელოზებს ნახულობს და აგერ, გინება და თანაც როდის – მარხვის დროს. ცუდია, რომ ჯერ სამარხვო გინება არ გამოუგონიათ. მთავრობის კოლექტიურ მონანიებას კი შეეწირება სახელმწიფო მიწები, ფინანსები ან სხვა ქონება, მაგრამ არა უშვს – ეს ხომ ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება. ქმედითი მთავრობა საჭიროებს ხელშეწყობას!“ – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას უკვე შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

 

 

იტვირთბა....