ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლამის მეც… ყველაფერი არ უნდა გააბედინო უტიფრებს! ”: სალომე ზურაბიშვილი პრემიერს ამხნევებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“პოლიტკორექტულობა არ ვიცი, მაგრამ რომ ყველასი პასუხი გასცა ყველაზე დინჯმა კაცმა, ეს ფაქტია! ამათ წკვიტინს, კივილს, ბღავილს ვისმენ და ვითმენ ერთი წელია და ლამის მეც… ყველაფერი არ უნდა გააბედინო უტიფრებს! ” -წერს ზურაბიშვილი.

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

იტვირთბა....