ნიკა მელიამ კომენტარი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გააკეთა.
“ბატონი კვირიკაშვილი აგებს პასუხს კანონის წინაშე ძალიან მკაცრად, კანონის მთელი სიმკაცრით. ეს უსასრულობა, უმსგავსობა და უსამართლობა დასრულდება ძალიან მალე. შეიძლება მოკლე ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვოს არასწორად პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებაზე არჩევნებში, მაგრამ გრძელვადიან პსრსპექტივაში აუცილებლად დამარცხდება. არანაირ კეთილდღეობაზე ეს ადამიანი არ ზრუნავს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაპირისპირება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას უცენზურო სიტყვებით მიმართა. ამ მიმართვას ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს “უნამუსო” და “კორუმპირებული” უწოდა.