საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტირი გააკეთა.
“ძალიან რთულია ემოციების გარეშე შეაფასო მსგავსი მოვლენები. ისინი აგრძელებენ ნერვების მოშლას არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ვცდილობთ მეტი მოთმინებით შევხვდეთ. თუმცა ძალიან რთული მოსათმენია, როცა უზრდელობის და პროვოკაციების ფონზე აპირებენ ისინი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრის ფორმატი აშკარად იყო დარღვეული სპეციალურად პროვოკაციისთვის, რადგან სხდომას ფრაქციის მხოლოს ორი წევრი ესწრებოდა, როცა ყველა წევრი უნდა ყოფილიყო.
“კომპარტიის მავარი იერიშები არ უნდა განეხორციელებინათ. ყოვლად მიუღებელია მსგავსი პროვოკაციები და “ნაციონალური მოძრაობის“ ის სახე, რომელსაც აჩენდნენ, აჩენენ და ალბათ, მომავალშიც გამოაჩენენ. მე ინციდენტი არ მინახავს და კონკრეტულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ, ყველას გვაქვს ემოცია და როცა გაყენებენ მძიმე შეურაცხყოფას, ძნელი მოსათმენია. არსებობს პოლიტიკური კულტურა და უნდა ისწავლონ მითუმეტეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაღი დაასვეს ამ ქვეყანას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაპირისპირება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.