დღეს რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთის მკვიდრი ლალი ხაჩირაშვილი საკუთარი ნაკვეთიდან იმ დროს გაიტაცეს, როცა ხბოების გასარეკად გავიდა. ლალი ხაჩირაშვილი ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში მზარეულად მუშაობს.
ამის შესახებ ინფორმაციას “imedinews” ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ ქალი უკვე ცხინვალში წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.