ახალი ამბები მთავარი სამართალი

რატომ გაათავისუფლეს დათო როსტომაშვილის შვილი სასამართლოდან

დათო როსტომაშვილის შვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შესახებ განმარტებას მისი ადვოკატი, იმედა გოროშვილი აკეთებს. როგორც ადვოკატი აცხადებს, დაზარალებულმა თავის დროზე გამოძიებას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა, სასამართლოზე კი ყაჩაღობის ფაქტი საერთოდ უარყო:

”დაზარალებულმა საერთოდ უარყო ყაჩაღობის ფაქტი. შესაბამისად, დადგა გამამართლებელი განაჩენი და ამის მოლოდინი გვქონდა. დაზარალებულმა სასამართლოს ნდობა გამოუცხადა. გამოძიებისას იყო მისი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა ისე, როგორც შეაფასა”, – განაცხადა როსტომაშვილის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულები გიორგი როსტომაშვილი და ნიკოლოზ მჭედლიანი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მათ ბრალი ქურდობასა და ყაჩაღობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ედებოდათ, რომელიც მიმდინარე წლის მარტის თვეში, თბილისში დაფიქსირდა. კერძოდ, ბიზნესმენ ლევან შინდელაშვილს იარაღის მუქარით ავტომანქანა და ძვირადღირებული ნივთები მოსტაცეს.

იტვირთბა....