ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი პოროშენკოს: თქვენი გადადგომა ბოლო შანსია

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინის პრეზიდენტისადმი ღია წერილი გამოაქვეყნა:

„აღიარეთ, რომ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს არ შეგიძლიათ უკრაინის უკეთესობისკენ შეცვლა. თქვენი ნებაყოფლობითი გადადგომა თითქმის ბოლო შანსია, რათა პოლიტიკური კრიზისი გადალახული იყოს, რომელიც სხვაგვარად მხოლოდ გაღრმავდება. პრეზიდენტს, რომელიც ნებაყოფლობით გადადგა და ხალხის წინაშე თავი დახარა, შეუძლია სასჯელის შემსუბუქებისა და შეწყალების იმედი ჰქონდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....