ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის წერილი პეტრო პოროშენკოსადმი გასაჯაროვდა

მიხეილ სააკაშვილის წერილი პეტრო პოროშენკოსადმი გასაჯაროვდა. ის უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ გამოაქვეყნა:

„მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, მე არავითარი აგრესიული განზრახვა არ მაქვს. კარგად მიცნობთ და ხვდებით, რომ ФСБ-ზე მუშაობაში ჩემი დადანაშაულება არა მხოლოდ სრული აბსურდია, არამედ ძალიან ახარებს უკრაინის მტერს. რა თქმა უნდა, მე ბევრი პოლიტიკური შეცდომა დამიშვია და ვუშვებ, მაგრამ ახლა, როგორც არასოდეს დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის დეესკალაციაა საჭირო, რათა დესტაბილიზაცია არ მოხდეს. მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე უფლებამოსილ წარმომადგენელს და ყველაფერზე ვისაუბროთ“, – ნათქვამია წერილში.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანის ცნობით, წერილის გამოქვეყნება ჟურნალისტების მოთხოვნით გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეკომპანიაში ინტერვიუს დროს პოროშენკოსთვის მიწერილ წერილზე ისაუბრა. მისი თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტს იმ შინაარსის წერილი მისწერა, რაც თავის დროზე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ედუარდ შევარდნაძეს მისწერა:

„მივწერე, რომ მან დამამცირა. შეუძლებელია, არ იცოდეთ, რომ მე მოსკოვის აგენტი არ ვარ, მაგრამ მე არ ვარ გაბრაზებული. თქვენთან დაკავშირებით აგრესიული მიზნები არ მაქვს. ამ ვითარებაში გამარჯვებულია პუტინი და მე მზად ვარ დასალაპარაკებლად“, მაგრამ რაზე ვილაპარაკოთ?! იმაზე, რაზეც ვესაუბრე პრეზიდენტ შევარდნაძეს. მასთან, რომელსაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ნახევარი წელი ჰქონდა დარჩენილი, ვისაუბრე ხელისუფლებიდან მისი მშვიდობიანად წასვლის პირობებზე: სისხლისღვრის გარეშე, ძალის გამოუყენებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....