ახალი ამბები მთავარი სამართალი ჯანდაცვა

საფანტი ტყვიით მიყენებული 5 ჭრილობა: 17 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია

17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც ბათუმის საავადმყოფოში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მიიყვანეს, კვლავ კრიტიკულია. ოპერაცია ბათუმის საავადმყოფოში, 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც ექიმები აცხადებენ, ახალგაზრდას მძიმე დაზიანებები აქვს, კერძოდ, მას ყბის არეში საფანტი ტყვიით მიყენებული 5 ჭრილობა აქვს.

ახლობლების განცხადებით, არასრულწლოვანმა, თვითდაზიანებები სანადირო თოფით მიიყენა. რა გახდა თვითდაზიანებების მიზეზი, მოზარდის ახლობლებმა არ იციან.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფით, ორი ჭრილობა მიიყენა. ამის გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

“ხელზე ნაკაწრები შევნიშნე”: დირექტორის თქმით, 17 წლის ბიჭი, რომელმაც თავი დაიზიანა, ორი თვე სკოლაში არ დადიოდა

იტვირთბა....